Sunday, March 26, 2017

მესამე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ რომ დღეს შესწავლილი მასალა იყო საინტერესო, უკეთ გავიგე როგორ უნდა შეირჩეს   სტანდარტის  შესაბამისი  ინდიკატორები, ზოგადი, თემატური  და შინაარსობრივი  კითხვები.   გასაგებად იქნა ახსნილი  თემის ირგვლივ  გამოსაყენებელი აქტივობების  შერჩევის   პრინციპები, როგორ უნდა აღვწეროთ  აქტივობა.  დავალება გასაგები და მკაფიოა. დღე იყო საინტერესო და დატვირთული სიახლეებით.

Saturday, March 25, 2017

მეორე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ რომ დღევანდელი ტრენინგი იყო მნიშვნელოვანი  იმ მხრივ რომ შევისწავლე ბუკლეტის ელექტრონული ვერსიის შექმნა.  სწავლის პროცესი არ იყო რთული რადგან ტრენერი ყველაფერს ხსნიდა გასაგებად და მკაფიოდ, თუ რამე იყო გაუგებარი ინდივიდუალურად მოდიოდა ჩვენთან და გვიხსნიდა. შევავსე სამუშაო გეგმის შაბლონის პირველი ნაწილი,  შევარჩიეთ თემა,  კლასი, ჩამოვაყალიბე  შინაარსი გავაკეთეთ მონახაზი ჩემი  მომავალი სამუშაოსი.

Sunday, March 19, 2017

პირველი დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ რომ დღევანდელი დღე იყო მეტად საინტერესო და სასარგებლო.  ტრენერმა, ქალბატონმა  ნინომ, გასაგებად ახსნა  სამუშაო შეხვედრების გეგმა, ტრენინგის მიზნები და საჭიროებები.  ჩემთვის ბევრი რამ იყო ახალი და საინტერეო,  ვფიქრობ ეს ტრენინგი დამეხმარება  უკეთესად წარვმართო სამუშაო პროცესი,  გახდეს ის საინტერესო და ეფექტური  როგორც მოსწავლეებისთვის  ისე  ჩემთვის. ტრენერის მითითებები იყო  მკაფიო და გასაგები,  თანმიმდევრული  რამაც    განმაწყო მუშაობისთვის

fizika

 materialuri wertilis traqetoria